თიბისის მობაილ და ინტერნეტ-ბანკში განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება უკვე შესაძლებელია.
თიბისის ინფორმაციით, ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ.
ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თიბისიმ Visa-სთან ერთად მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა პოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.
ციფრული ბარათის უპირატესობებია:
• ბარათის გააქტიურება შესაძლებელია მომენტალურად;
• მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
• მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
• ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილ-ბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტ-ბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, მოთხოვნისთანავე აქტიურდება.
ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc