მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Thomas Cook-ის გაკოტრების გავლენა ბერძნულ ტურიზმზე

5d97222dc7858
მიხეილ ხაჩიძე
04.10.19 19:40
2553
Thomas Cook-ის გაკოტრება პოპულარული საკურორტო ზონებში სასტუმროებს ფინანსურ პრობლემებს უქმნის. მხოლოდ საბერძნეთის სასტუმროების ასოციაცია (HHF) წელს დაახლოებით, 500 მილიონი ევროს ზარალს ანგარიშობს.

მათ შორის არის "თომას კუკის" გადაუხდელი ანგარიშებიდან 200 მილიონი ევრო და დამატებით 115 მილიონი ევრო იმ ტურისტებისა, რომლებიც კომპანიის ტუროპერატორის მიერ გაკოტრების გამოცხადების შემდეგ, ოქტომბერში საბერძნეთში აღარ ჩავიდნენ.




საბერძნეთის სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელის გრიგორის ტასიოს განცხადებით, ამ ყველაფერს ემატება ხარჯები პერსონალისთვის, მომმარაგებლებისა თუ სახელმწიფო გადასახადებისთვის.



"საბერძნეთში დაახლოებით, 10,000 სასტუმროა, რომელთაგან ბევრი პატარაა. დიდები კი, დაახლოებით, 1.200-ია. მათმა უმეტესობამ Thomas Cook-ის მიერ გამოგზავნილ ტურისტებს უმასპინძლა. ამ სასტუმროებიდან რამდენიმე ათეული ბრიტანული კორპორაციის პირდაპირი Franchise პარტნიორი იყო’’,- განაცხადა გრიგორის ტასიომა.



შეგახსენებთ, რომ უძველესმა ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანია Thomas Cook-მა გასული კვირის დასაწყისში გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ამან კი, ტურისტულ ქვეყნებში ერთგვარი ქაოსი გამოიწვია. ფინანსურად კი უამრავი ადამიანი, ტურისტები და სასტუმროები თუ ავიაკომპანიიები დაზარალდნენ.