მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მჯერა, რომ ეს იყო მოპარული არჩევნები”, - ტრამპი Twitter-ზე მხარდამჭერების ციტატებს აქვეყნებს

5fa807dfd5346
BM.GE
08.11.20 18:47
1275
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე აქვეყნებს მისი მხარდამჭერების ციტატებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებას შეეხება. იმის მიუხედავად, რომ არც დამკვირვებლებს და არც მედიას არცერთი მსგავსი დარღვევა არ შეუმჩნევიათ, ტრამპი და მისი იურისტები კვლავ განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ არჩევნებზე სისტემურ გაყალბებებს ჰქონდა ადგილი. ამჟამად ტრამპის ბრალდების სამიზნეს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ხმები წარმოადგენს, რომლებიც რამდენიმე შტატში (განსაკუთრებით კი პენსილვანიასა და ჯორჯიაში) ჯო ბაიდენისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დონალდ ტრამპი არჩევნების გაყალბების ბრალდებას აყენებს, ანალოგიური ბრალდება მან იმ არჩევნების შესახებაც გააკეთა, რომლითაც 2016 წლის ნოემბერში პრეზიდენტად აირჩიეს. მაშინ ტრამპი აცხადებდა, რომ არჩევნებში ხმა დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ მილიონობით არალეგალურმა მიგრანტმა მისცა. 2017 წელს დონალდ ტრამპმა არჩევნებში “შესაძლო სისტემური დარღვევების” აღმოსაჩენად სპეციალური კომისიაც კი შექმნა, თუმცა მტკიცებულებათა არარსებობის გამო, 2018 წელს ეს კომისია თავადვე დახურა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი განაცხადა, რომ ის არ ცნობდა არჩევნების ისეთ შედეგებს, რომელშიც თავად არ გაიმარჯვებდა. 

ტრამპმა დღეს ორი ციტატა გააზიარა, მათგან ერთი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს (1995-2000 წ.წ.) ნიუტ გინგრიჩს, მეორე ციტატა კი იურისტ ჯონათან ტარლის ეკუთვნის:

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს ადამიანები არიან ქურდები. დიდი ქალაქების ხელმძღვანელები არიან კორუმპირებულები. ეს იყო მოპარული არჩევნები. დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სოციოლოგმა დღეს დაწერა, რომ ეს ცალსახად მოპარული არჩევნები იყო. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ბაიდენმა პოპულარული ხმებით ზოგიერთ შტატში ბარაკ ობამას გაუსწრო. სადაც ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შედეგები გააყალბეს,”- ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ გაზიარებულ ციტატაში, რომელიც ნიუტ გინგრიჩს ეკუთვნის.

ჩვენ უნდა შევხედოთ ხმებს. ამჟამად ჩვენ მხოლოდ მათი დათვლის ეტაპზე ვართ. შესაბამისად საჭიროა დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ამ ბრალდებებს. ჩვენ ვხედავთ რიგ ნიშნებს იმისა, რომ ადგილი ჰქოდა საარჩევნო თაღლითობას. ჩვენს ქვეყანაში მსგავსი საარცევნო პრობლემების ისტორია გვაქვს. პენსილვანიაში იყო შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაიშვა ის ხმებიც, რომლებიც საარჩევნო კოლეგიებმა არჩევნების დღის შემდგომ მიიღო. ამ საკითხზე ვიხილეთ მოსამართლე ალიტოს გადაწყვეტილება და ჩარევა. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ბიულეტენებია. როდესაც საუბარია სისტემურ პრობლემებზე, საკითხავია თუ როგორ მოხდა ამ ბიულეტენების აუთენტიფიკაცია, რადგან თუკი არსებობს აუთენტიფიკაციის პრობლემა, მაშინ მას არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. მე მაშფოთებს ის საკითხი, რომ წელს ჩვენ გვქონდა 100 მილიონზე მეტი საფოსტო ხმა გვქონდა, განსაკუთრებულად ბევრი კი ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ფილადელფია და დეტროიტი, სადაც მსუბუქად რომ ვთქვათ საარჩევნო ხასიათის პრობლემებს ჰქონდა წარსულში ადგილი,”- ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ გაზიარებულ ციტატაში, რომელიც ჯონათან ტარლის ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეფასებით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი გახდება. მან გამარჯვებისთვის საჭირო 270 ელექტორალურ ხმაზე მეტი დააგროვა. ბაიდენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის პენსილვანიის შტატში მიღებული ხმები აღმოჩნდა, სადაც ხმების დათვლის პროცესი გუშინ დასრულდა. 

პენსილვანიის შტატში ბაიდენმა 3,355,387 ხმა აიღო, ტრამპის მხარდაჭერა კი 3,314,164-ს შეადგენდა. 

დონალდ ტრამპის იურისტების მტკიცებით, პენსილვანიაში ადგილი ჰქონდა გაყალბებას და სისტემურ კანონდარღვევებს, რომლებსაც არჩევნების შედეგებზე პირდაპირი გავლენა ჰქონდათ. ის აპროტესტებს ფოსტით მიღებული ხმების ნაწილის ჩათვლის საკითხს, აღნიშნული ხმების დიდი ნაწილი სწორედ ჯო ბაიდენისთვის არის მიცემული. 

ტრამპი უსაფუძვლო ბრალდებების გამო არამხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა, არამედ რესპუბლიკელებმაც გააკრიტიკეს. მათ შორის პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა იუტას შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მით რომნიმაც.