24.დეკემბერი .2020 17:46

"გვჭირდება საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდა"

"გვჭირდება საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდა"
views 466
უკან

"ჩვენ გვჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდა, საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის სტრატეგიის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბება და ძალიან მნიშვნელოვანია დაბალი საგადასახადო წნეხის შენარჩუნება",-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავენ.

მისი თქმით, ეკონომიკის ვარდნის შეჩერება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, რეცესიიდან გამოსვლა, აღმავალ ტრენდზე დაბრუნება, ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური დაცვა და შემოსავლების ზრდა იქნება უახლოეს წლებში მთავრობის ძირითადი საზრუნავი.

„სწორედ ამ რეალობების საპასუხოდ უნდა იყოს და ვფიქრობ, არის წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა