"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ აქვეყნებს კვლევას. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რა ეფექტი იქონია ქვეყანაში არსებულმა ფორსმაჟორულმა ვითარებამ სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობაზე. ანგარიშიდან ირკვევა, რომ არაერთ შემთხვევაში ფიქსირდება "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველების მიერ სახელმწიფოსგან ტენდერის გარეშე პირდაპირი კონტრაქტების მიღების შემთხვევები.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ძირითადი მიგნებები:
"საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც.
ყველაზე მეტი - 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის აღნიშნული საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემას მათი ხშირად გამოყენება წარმოადგენს.
სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. მათ შორის:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის