28.ივლისი .2020 13:38

თიბისი ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალ პროგრამას სთავაზობს

views 371
უკან

ბიზნესის მხარდასაჭერად, აქ.ახლა, თიბისიმ საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალი პროგრამა შექმნა.

როგორც „თიბისი ბანკში“ განმარტავენ, პლატფორმის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა ის სასესხო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი საშუალებების ფინანსირებისთვის და მომხმარებელს გაუმარტივოს ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პროდუქტებითა და გადახდის მოქნილი პირობებით სარგებლობა.

„დღეს ბიზნესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საჭიროება საბრუნავი საშუალებების ფინანსირებაა. თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მიზანი იყო შეექმნა პროგრამა, რომლითაც შეძლებდა ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზებთ განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რაც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება“, - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა.

საბრუნავი საშუალებების ფინანსირება მოიცავს:

• სასაქონლო მარაგების და ნედლეულის შეძენას;
• პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებლების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრებას;
• საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა: იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადი, სახელფასო ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯები, რეკლამის და მარკეტინგის ხარჯები და სხვა.

საბრუნავი საშუალებების ფინანსირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/new-platform-for-working-capital-financing , სადაც დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსებაც შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა