“თიბისი“ რეგიონებში 1000 უფროსკლასელისთვის IT სფეროში ახალ საგანმანათლებლო პროექტს აანონსებს. პროექტის განხორციელება 2023 წლის იანვრიდან იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ BMG-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი წლიდან თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლება იქნება და IT მიმართულებით დაგეგმილი პროექტი იმ სოფლებს შეეხება, სადაც ტექნოლოგიებზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა.
„გადავწყვიტეთ, 2023 წელს თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლება იყოს და ამ კუთხით, განსაკუთრებით ტექნოლოგიები გამოვყავით. ეს პროექტი არა - დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებში დაფინანსდება. პირველი პროექტი იანვრიდან დაიწყება და საწყის ეტაპზე სოფლებში 1000 მოსწავლეს ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების საშუალებას მივცემთ. ამით თანამედროვეობაში ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა გვინდა, რომ ახალგაზრდებმა არ დატოვონ თავისი ადგილსამყოფელი და ადგილზე დასაქმდნენ“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ცნობისთვის: თიბისის ინფორმაციით, პირველი პროექტი, რომლის განხორციელებას თიბისის გუნდი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან (რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International) თანამშრომლობით გეგმავს, გახლავთ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროგრამა უფროსკლასელთათვის. პროექტი ითვალისწინებს 1000 უფროსკლასელისთვის ცოდნის მიცემას პროგრამირების, კოდირების, IT უსაფრთხოებისა და ციფრულ სამყაროში ეთიკური ქცევის მიმართულებით. პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, თუმცა გეოგრაფიულად რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებზე ფოკუსირდება, რომელთან ნაკლები წვდომა აქვთ ხარისხიან განათლებაზე.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე ასობით უფროსკლასელს მიეცემა შესაძლებლობა, პირველ რიგში, დაინახოს და მიზანმიმართულად მიიღოს გადაწყვეტილება - სურს თუ არა კარიერა IT სფეროში; შემდგომ კი, ისწავლოს და გაიღრმაოს ცოდნა ამ მიმართულებით. პროგრამირების სასწავლო კურსს თიბისის IT აკადემია უზრუნველყოფს. სამომავლოდ კი, თიბისი გეგმავს მსგავსი პარტნიორობით, უფრო მეტ ახალგაზრდას მისცეს ხარისხიანი და პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი