მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ახალი სათავო ოფისის შესახებ - “ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს”

5f8561694f30c
ლიკა გურაბანიძე
13.10.20 12:38
4739
თიბისის საცალო ბიზნესის დირექტორმა თორნიკე გოგიჩაიშვილმა “საქმიან დილაში” თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ყველაფერი გეგმის მიხედვით, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.”

“მიუხედავად პანდემიისა, თიბისის ახალი სათავო ოფისის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამჟამად რკინა-ბეტონის სამუშაოები იწარმოება. პროექტი ნამდვილად გრანდიოზული და ლამაზი გამოდის", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის: თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისის პროექტის ჯამური ინვესტიცია 70 მილიონი აშშ დოლარია.