მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბანკი ცალკეულ მომხმარებლებს სესხებს კიდევ სამი თვით გადაუვადებს

5ec6cf644b4fa
თამთა ჯიჯავაძე
21.05.20 22:56
1962
თიბისი ბანკი სესხების გადავადებას კიდევ სამი თვით გაახანგრძლივებს. სესხების გადავადების პროგრამა 2020 წლის მარტში ამოქმედდა, მისი მეორე ეტაპი კი 10 ივნისიდან დაიწყება. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ბანკების ასოციაციასთან, ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან კოორდინაციით იქნა მიღებული.

სესხების გადავადებით ისარგებლებენ შემდეგი მომხმარებლები:

– ფიზიკური პირები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის მთავარი წყარო დაკარგეს. აღნიშნული პირები მთავრობისგან კომპენსაციასაც მიიღებენ და აღრიცხული იქნებიან შემოსავლების სამსახურის ბაზაში. თიბისი ბანკი მათ შესთავაზებს სამთვიან გადავადებას იმავე პირობებით, როგორც პირველ სამ თვეში იყო.

– პირები, რომლებიც არ იქნებიან ჩართული მთავრობის დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისისთვის, თუმცა, რომელთაც არ ექნებათ შესაძლებლობა გადაიხადონ სესხი შემოსავლის მთავარი წყაროს დაკარგვის, ან შემოსავლების მნიშვნელოვანად შემცირების გამო. თიბისი ბანკი ანალიზს გააკეთებს ამ მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მათაც გადაუვადებს სესხებს სამი თვით.