მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ბანკი" უზბეკეთში შედის

5e26fad7f163c
ვიქტორია მღებრიშვილი
21.01.20 17:27
3066
უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა  "თიბისი ბანკს" ტაშკენტში, ბანკის გახსნის წინასწარი ნებართვა მისცა.

უზბეკეთის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის კომიტეტმა 20 იანვარს, "თიბისი ბანკზე"ტაშკენტში ბანკის გახსნის წინასწარი უფლება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მარეგულირებლის პრესსამსახური ავრცელებს.

"ბანკის შექმნის წინასწარი ნებართვა 6 თვის ვადით გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში, დამფუძნებლებმა სათანადო საორგანიზაციო და ტექნიკური ზომები უნდა მიიღონ და ბანკის ფუნციონირებისათვის საჭირო კაპიტალი უნდა შექმნან იმისთვის, რომ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების უფლება მოიპოვონ", - განმარტავენ უზბეკეთის ცენტრალურ ბანკში.

უზბეკეთის ბაზარზე „თიბისი ბანკის“ ციფრული სერვისის Space-ის გააქტიურების შესახებ გასული წლის იანვარში გახდა ცნობილი. 2019 წლის აპრილში ბანკმა საგადასახადო მომსახურების Payme-ს საკონტროლო აქციების პაკეტი 5.5 მლნ დოლარად შეიძინა.