მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბანკის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

5fd7339ae9c36
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.20 13:55
574
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Moody’s თიბისი ბანკს უცხოური ვალუტის დეპოზიტების საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2 დონემდე გაუზარდა, ხოლო პროგნოზი დაადასტურა, როგორც “სტაბილური”.

როგორც თიბისიში განმარტავენ, სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის ზრდა მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებითაა განპირობებული, რომლებიც ქვეყნებისთვის, ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციებისა და სხვა ვალდებულებებისთვის ე.წ. „რეიტინგის ჭერის“ დადგენას განსაზღვრავს. აღნიშნული ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შევიდა.

მეთოდოლოგიის განახლების შედეგად, საქართველოში გაიზარდა უცხოური ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე დადგენილი რეიტინგის ჭერი, რასაც მოჰყვა თიბისი ბანკისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით, Ba2-დონემდე გაზრდა.
(NS)