11.თებერვალი .2021 11:22

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს კორპორატიული მართვის კომიტეტს ახალი წევრი ჰყავს

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს კორპორატიული მართვის კომიტეტს ახალი წევრი ჰყავს
views 873
უკან

თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბანკის მშობელი ორგანიზაციის TBC PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, აბიჯიტ აკერკარი ბანკის კორპორატიული მმართველობისა და ნომინაციის კომიტეტის წევრი გახდა. აქამდე ის რისკის კომიტეტის წევრი იყო.

აბიჯიტ აკერკარი თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი 2020 წლის ივლისში გახდა. იქამდე ის ლოიდის საბანკო ჯგუფის (Lloyds Banking Group) ბიზნესისა და გამოყენებითი მეცნიერებების ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა