მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძეს იურკი კოსკელო ჩაანაცვლებს

5cd99817b9b42
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.19 20:07
4576
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძეს იორკი კოსკელო ჩაანაცვლებს, შესაბამისი გადაწყვეტილება ბანკმა დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. 

კოსკელო დაიკავებს იმ ვაკანტურ ადგილს, რაც მამუკა ხაზარაძის იძულებითი გადადგომით იქნა გამოწვეული. 

იურკი კოსკელო ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიის ბორდის წევრია, მათ შორისა: აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდი, EXPO Bank და FIBank, ასევე წარმოადგენს ბოტსვანაში მზის ენერგიის ათვისების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული კომპანია Invest Solar-ის თავმჯდომარეს. 

კოსკელოს გასული 24 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში აღმასრულებელი თანამდებობები ეკავა. 

იურკი კოსკელო ფლობს საერთაშორისო საფინანსო ფაკულტეტს სლოვენიის მართვის სკოლის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დიპლომებს. 

2019 წლის 3 აპრილს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვეს. ეს გადაწყვეტილება იძულებით გადადგომას წარმოადგენდა, რაც მათ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ 13 თებერვალს გამოცემული განკარგულებით დაევალათ. 13 თებერვლის გადაწყცეტილებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლებაც შეუჩერდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 25 თებერვალს დაარეგისტრირა. 

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ინარჩუნებენ პოსტებს თიბისი ბანკის მფლობელ კომპანიაში TBC Bank Group PLC-ში, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.