თიბისი ბანკმა და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) სამ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პარტნიორობის ფარგლებში, მოზიდული 65 მლნ ლარი მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით ინვესტიციებს მოხმარდება.
დაფინანსება მოიცავს ფართომასშტაბური ტექნიკური კონსულტაციების პაკეტს, რომლის თანადაფინანსებას კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს. პარტნიორობის მიზანი მწვანე საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა და მათი განხორცილებაა. დაფინანსება მოხმარდება ისეთი ტექნოლოგიების განვთარებას, როგორებიცაა, მაგალითად: თერმო იზოლაცია, მზის ფოტოელექტრული სისტემები (პანელები), გეოთერმული თბოტექნიკა, ფექტური სარწყავი სისტემები. მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ფარგლებში, ბიზნესებს შესთავაზებენ კონსულტაციებს საქართველოში ხელმისაწვდომი მწვანე ტექნოლოგიების შესახებ.
"მწვანე ეკონომიკის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში. კომპანიების და კერძო პირებისათვის ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება. აღნიშნული ინვესტიცია დაეხმარება მათ მნიშვნელოვნად დაზოგონ ენერგომოხმარება და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა კატარინა ბიორინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.
"უკვე 20 წელზე მეტია EBRD ჩვენი პარტნიორია. ამ ძალიან წარმატებული თანამშრომლობის მანძილზე, EBRD -ი თიბისი ბანკს სხვადასხვა სასესხო პროდუქტით, ტექნიკური დახმარების პროგრამითა და კაპიტალში ინვესტიციებით უჭერს მხარს. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს ამცირებს უცხოურ ვალუტაში სესხებზე დამოკიდებულების ხარისხს და იცავს ბიზნესებს და კერძო პირებს პირდაპირი სავალუტო რისკებისაგან. აღნიშნული პარტნიორობით, თიბისი ბანკი განაგრძობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას და ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდას", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
EBRD (ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი) წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ბანკმა წლების განმავლობაში საქართველოში უკვე 3.6 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 239 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროებში. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?