მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისი ბანკმა“ FMO-სთან ₾300-მილიონიანი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

62f22938a2553
გიორგი თოლორდავა
09.08.22 13:46
1032
„თიბისი ბანკმა“ ჰოლანდიურ სამეწარმეო განვითარების ბანკ FMO-სთან 300 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ხუთწლიანი სესხი ქართველი მეწარმეებს, იპოთეკური მსესხებლების, მწვანე პროექტების, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.

„ვამაყობთ, რომ FMO-სთან წარმატებული და შთამბეჭდავი თანამშრომლობის თექვსმეტწლიანი გამოცდილება გვაქვს, რაც ჩვენს ჭეშმარიტად ეფექტიან სამუშაო ურთიერთობაზე მოწმობს. 2018 წლის შემდეგ, ეს არის ჩვენი მეორე თანამშრომლობა ეროვნულ ვალუტაში, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ის მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციას და ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესებისა და მომხმარებლისთვის გრძელვადიანი სესხების მიწოდებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

მინდა მადლობა გადავუხადო FMO-ს „თიბისი ბანკის“ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით მათთან ერთად მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტზე თანამშრომლობას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის: FMO ჰოლანდიური სამეწარმეო ბანკია, რომელსაც 85 ქვეყანაში 12.1 მილიარდი ევროს წარმატებით დაბანდების 50-წლიანი გამოცდილება აქვს. FMO-სთვის პრიორიტეტული სექტორებია: ფინანსები, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა.