მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი" ბიზნესისთვის ციფრულ ბარათს 2 კვირაში გამოუშვებს

5ebac7c33259c
ნინი ლონგურაშვილი
12.05.20 20:20
1172
საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს უკვე 600-მდე მომხმარებელი ჰყავს. ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით შეიქმნა და ის ხელმისაწვდომი 2 დღის წინ გახდა.

ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით, შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.

“ჩვენი სტრატეგია მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების შეთავაზებაა. ადამიანებს სჭირდებათ ისეთი მომსახურება და პროდუქტები, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ციფრული ბარათი ძალიან პრაქტიკული პროდუქტია, რასაც მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესიც ადასტურებს. ძალიან მალე ბარათს ფიზიკურ პირებთან ერთად უკვე ბიზნესების წარმომადგენლებსაც შევთავაზებთ“, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა ისაუბრა.

თიბისიმ ციფრული ბარათი თავდაპირველად ფიზიკური პირებისთვის გამოუშვა, –"დაახლოებით 2 კვირაში კი გამოვუშვებთ ბიზნესებისთვის. აქაც ანალოგიური პროცესია, თუ ადამიანებს მოუნდებათ ბიზნეს ბარათის გახსნა, ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ეს უპრობლემოდ შესაძლებელია. გვინდა ადამიანებმა საკუთარი ბარათის დიზაინის შექმნა თავადვე შეძლონ . ასე რომ ძალიან ბევრი ასეთი ტიპის ინსტრუმენტი შეიძლება დაემატოს ბარათს", – აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.