მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი და მასტერქარდი ვოლტის მომხმარებლებისთვის აქციას იწყებენ

5f205045a2551
BM.GE
28.07.20 20:18
1601
აქ.ახლა, თიბისის და მასტერქარდის ერთობლივი ინიციატივით, მომხმარებლებს, რომლებიც ვოლტზე შეკვეთას თიბისის მასტერქარდის ნებისმიერი ბარათით განახორციელებენ, გადახდილი თანხის 20% ბარათზე უკან დაუბრუდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ თიბისი ბანკი ავრცელებს.

აქციით სარგებლობა შესაძლებელია თბილისსა და ბათუმში. სპეციალური პირობები ვოლტის აპლიკაციაში განთავსებულ კვების ყველა ობიექტზე ვრცელდება. მომხმარებლებს თანხა ანგარიშზე მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში დაუბრუნდებათ.

აქციის პირობები არ ვრცელდება თიბისის მოსწავლის #1 ბარათსა და სტუდენტურ ბარათზე - „შენი ბარათი“.

თიბისის და მასტერქარდის ერთობლივი შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე : https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-mastercard-for-wolt-users