მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი დაზღვევა COVID-19-ის გართულებულ შემთხვევებს დააზღვევს

5ea040b0dc636
BM.GE
22.04.20 16:28
1575
"თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს ახალ პროდუქტს - COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევას სთავაზობს.

"თიბისი დაზღვევის" ინფორმაციით, კომპანია ვირუსით ინფიცირების ორი სახის შემთხვევას დაფარავს:

1. დაზღვეულს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდება და სამედიცინო დაწესებულებაში დაავადების მძიმე მიმდინაროებით მოხვდება, ერთჯერადად 10 000 ლარი გადაეცემა, რომლის გამოყენება პაციენტს ნებისმიერი მიზნით შეეძლება.

2. სიცოცხლის დაზღვევა, ლეტალური შედეგის შემთხვევაში, დაზღვეულის ოჯახისთვის 50 000 ლარის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნულ დაზღვევას მოცდის პერიოდი აქვს, რაც ნიშნავს, რომ დაზღვევა პოლისის გაფორმებიდან 20 დღის შემდეგ დაფიქსირებულ შემთხვევებს აანაზღაურებს.

დაზღვევის ღირებულება 19 ლარია და მისი შეძენა 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს on.tbcinsurance.ge-ზე, ერთჯერადი გადახდით შეუძლია. დაზღვევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2020-მდე მოქმედებს.

"ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, მკურნალობის გარდა, ასეთ დროს ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი ჩნდება. სწორედ ამიტომ COVID-19-ის გართულებებისგან დასაზღვევად სიცოცხლის დაზღვევის ახალი პროდუქტი შევქმენით, რომელიც დაზღვეულისა და მისი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების მატერიალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - განაცხადა "თიბისი დაზღვევის" გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ.