თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს.
კომპანიის განმარტებით, მათი მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს, შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ის COVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება.
პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია გაიაროს სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმებთან.
ოჯახის ექიმის მომსახურება მოიცავს:
• სიმპტომების შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას.
• ინფექციის ბინაზე მართვას და მკურნალობას.
• ექიმის კვალიფიურ პასუხს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე.
• პაციენტის განათლების ამაღლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ.
„ბიზნესის წარმატებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სერვისის შეთავაზება. თუმცა, არანაკლები წონა აქვს სწორედ იმ ადამიანების ლოიალურობას, თანადგომას და ნდობას, რომლებსაც მომხმარებლები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის უცვლელი პრიორიტეტი ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. რასაც, პანდემიის პირობებში, მათთვის უწყვეტი მხარდაჭერის გამოცხადებით ვამტკიცებთ და ამ შემთხვევაში, ვთავაზობთ ყველაზე საჭირო სერვისს - Covid-19 ვირუსის მართვის პროგრამაში ჩართვას სრულიად უფასოდ, რითაც REDMED-თან ერთად, მათ ვუმარტივებთ ყველზე მნიშვნელოვანს - ჯანმრთელობაზე ზრუნვას“, - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დისტანციურად მართვის პროგრამის ფარგლებში, REDMED-ის ოჯახის ექიმებმა გაიარეს სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგი, რომელსაც Oklahoma City-ს ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი - გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა.
პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/TBCICOV19
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ