თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას ზოგიერთ სერვისზე იდენტიფიკაციის გავლა სავალდებულო გახდა.
ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლებლებმა შესაბამის ველში პირადი ნომერი და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდი უნდა მიუთითონ. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.
იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი ეხება მხოლოდ თვითმომსახურების ტერმინალებს. თიბისი ფეის ონლაინ არხებით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი.
თიბისი ფეის გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადოს მომხმარებლებისთვის. მომხმარებლის მიერ იდენტიფიკაციის გავლისას შეყვანილი პირადი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იდენტიფიკაციის პროცესის გავლის მიზნით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისასაა სავალდებულო:
· აზარტული თამაშები და ლატარია;
· ონლაინ თამაშები ;
· დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
· ფინანსური სერვისები, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
· ინტერნეტ მარკეტინგი;
· ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
· ტურისტული მომსახურება;
· ქსელური მარკეტინგი;
· ქველმოქმედება;
· საკონსულტაციო მომსახურება;
· პოლიტიკური პარტიები;
· უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი