მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი: 2020 წლის ბოლოს ლარი 3.1 ნიშნულზე დასტაბილურდება

5ebfb6ce1e850
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.20 14:05
1795
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მკვეთრად აღარ გაუფასურდება და წლის ბოლოსთვის გარკვეულ სტაბილურ ნიშნულსაც მიაღწევს.

„სავალუტო შემოდინებების დანაკლისი (-1.4 მლრდ დოლარი) დაანონსებული 3.1 მლრდ დოლარის დროულად და ეფექტურად განკარგვის შემთხვევაში საკმარისად კომპენსირდება.

წლის ბოლოსთვის ინფლაცია, დაახლოებით, 5%-მდე შემცირდება.

წლის მანძილზე ლარის კურსის დამატებით მკვეთრი გაუფასურება ნაკლებ სავარაუდოა და წლის ბოლოს, დაახლოებით, 3.1 ნიშნულზე დასტაბილურებაა პროგნოზირებული“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

ამასთან, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდის ზრდის შემდგომ, მოსალოდნელია, ლარის საპროცენტო განაკვეთების შემცირება.