მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი: 2025 წლამდე საქართველოში განთავსების საშუალებების გაორმაგებაა მოსალოდნელი

5d9c7ac98bddb
ელენე გოგბერაშვილი
12.10.19 19:40
2635

„თიბისი კაპიტალი“ ტურიზმის სექტორის კვლევაზე დაყრდნობით პროგნოზირებს, რომ 2025 წლამდე საქართველოში განთავსების საშუალებები გაორმაგდება. 

საინვესტიციო ბანკის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ 2025 წლამდე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებით 57,000 საწოლია საჭირო.

სხვადასხვა კლასის და მდებარეობის სასტუმროები კი, სხვადასხვა უკუგების მიღების საშუალებას აძლევს ინვესტორს;

მათივე ანალიზით, ჰიპოთეტური სასტუმროების უკუგებების შედარებისას, დედაქალაქშიც და რეგიონშიც 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები ლიდერობენ;

ამჟამად საქართველოში 89 000 საწოლზე გათვლილი განთავსების ობიექტია. ამასთან 2022 წლამდე დაგეგმილი ან განხილვის ეტაპზეა 33 000 საწოლზე გათვლილი პროექტები.

დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტ საწოლზე (26 000) გათვლილი განთავსების ობიექტი აჭარაში მდებარეობს, რომელთა რიცხვი ახლო მომავალში 26%-ით გაიზარდება, რადგან რეგიონში დამატებით 6800 საწოლზე გათვლილი განთავსების ობიექტების მშენებლობაა დაგეგმილი.

საწოლების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა თბილისი. დედაქალაქში დღეს 22 300 საწოლზე გათვლილი განთავსების ობიექტია, რომლის რაოდენობა მომდევნო წლებში 63%-ით გაიზრდება, რადგან დაგეგმილია დამატებით 14 100 საწოლზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობა.

 


„2025 წლამდე მოსალოდნელია საწოლების რაოდენობის გაორმაგება. დაგეგმილი პროექტებიდან გამომდინარე მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბაზარს 33 000 საწოლი დაემატება, 2025 წლამდე კი დამატებით 57 000 საწოლი გაჩნდება.

გაიზრდება სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელიც; ზრდა წელიწადში საშუალოდ 11% იქნება.