მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი: 2025 წლისთვის საქართველოში ტურისტების რაოდენობა 8 მლნ-მდე გაიზრდება

5d9c433f7aeb3
ელენე გოგბერაშვილი
08.10.19 22:00
1820

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზის მიხედვით, 2025 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 12 მილიონს, ტურისტების რაოდენობა კი, 8 მილიონს მიაღწევს.

ტურიზმის სექტორის კვლევის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში 7,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი, 4,8 მილიონი შეადგინა.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 7,6 მილიონამდე, ტურისტების რაოდენობა კი, 5 მილიონამდე გაიზრდება.

ორივე მიმართულებით ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. 2020 წლის პროგნოზის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 8,1 მილიონს, ტურისტების რაოდენობა კი, 5,3 მილიონს მიაღწევს.

2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით კი, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 12,2 მილიონს, ტურისტების რაოდენობა კი, 8,1 მილიონს გაუტოლდება.

 



„თიბისი კაპიტალი“ კვლევაში აღნიშნავს, რომ გაუმჯობესებული საჰაერო მიმოსვლა ტურიზმის სამომავლო ზრდის წინაპირობაა.

 



გასული წლის მდგომარეობით, 63 ავიაკომპანიის მიერ განხორციელებულმა ფრენების ჯამურმა რაოდენობამ 21,549 შეადგინა.