თიბისი კაპიტალმა აჭარის ტურიზმის, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული უძრავი ქონებისა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების შესახებ, განახლებული კვლევა წარადგინა.
უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 42%-ით გაიზარდა. ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენისა და გაძლიერებული მიგრაციის გათვალისწინებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი. ამავე მიზეზებით, გაქირავების ფასიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა - 29%-ით, გასაყიდი ფასი კი 6%-ით გაიზრდება.
აჭარის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, უცხოელების მხრიდან მოთხოვნა აჭარაში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე კვლავ დიდია. 2016-2021 წლებში საქართველოში საცხოვრებლად 70.5 ათასი უცხოელი მიგრანტი ჩამოვიდა. მათი უმეტესობა იყო რუსეთის (30%), ირანის (11%), აზერბაიჯანის (10%), თურქეთის (9%) და უკრაინის (6%) მოქალაქე. რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეების გარდა, ბოლო დროს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაინტერესება ისრაელის, პოლონეთისა და გალფის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან.
ბათუმში ამჟამად 4 მთავარი სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებს. 2024-2025 წლებისთვის მათი რაოდენობა 7-მდე, სავაჭრო ფართი კი 3-ჯერ გაიზრდება. ახალ მოლებში იჯარის უფრო მაღალი ფასის გამო, იჯარის საშუალო ფასის ზრდაა მოსალოდნელია.
ბათუმში ქუჩის სავაჭრო ფართების ბაზარზე იჯარის ფასმა პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა. საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობების პარალელურად, ქუჩის სავაჭრო ფართების მიწოდება სტაბილურად იზრდება. იჯარის ფასი სრულად აღდგა პანდემიის შემდეგ. 2022 წლის II კვარტალში დადებულ კონტრაქტებში, იჯარის ფასი წლიურად 12-17%-ითაა გაზრდილი. სავაჭრო ცენტრების მზარდ მიწოდებასთან ერთად, ქუჩის სავაჭრო ფართებზე იჯარის ზრდის შენელებაა მოსალოდნელი.
ოფისებისა და ბიზნესცენტრების სექტორი ბათუმში განვითარების საწყის ეტაპზეა. ბათუმში ამჟამად მხოლოდ 1 ბიზნესცენტრი ფუნქციონირებს. 2022 წელს საოფისე ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც იჯარის ფასზეც აისახა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მომავალში საერთო სამუშაო სივრცეებისა და ბიზნესცენტრების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი