მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი: მაღალმხარჯველი ვიზიტორების წილი მზარდია-ვინ და რამდენს ხარჯავს საქართველოში?

5d9c3b3f620e1
ელენე გოგბერაშვილი
08.10.19 13:40
1357

„თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის სექტორის კვლევის მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებისგან შემოსავლის 55% მეზობელ ქვეყნებზე მოდის, თუმცა მაღალმხარჯველი სეგმენტის წილი მზარდია.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს. მათ მიერ გაწეული ხარჯები ვიზიტორების მთლიან ხარჯვაში 24,9%-ს შეადგენს.

მაღალმხარჯველ ვიზიტორებს შორისაა კიდევ ერთი მეზობელი. თურქ ვიზიტორებზე ხარჯების 13,7% მოდის. მესამე ადგილს 11,63%-ით ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები იკავებს.
ვიზიტორების ხარჯვა ქვეყნების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

რუსეთი-24,9%
თურქეთი-13,7%
ევროკავშირი-11,63%
სომხეთი-8,4%
აზერბაიჯანი-8,3%
ისრაელი-4,8%
უკრაინა-4,3%
ირანი-3,9%
ემირატები-2,9%
ყაზახეთი-2.0%
ბელარუსი-1,2%
აშშ-1,6%
საუდის არაბეთი-1,6%
სხვა-10,8%

 



ჯამში გასულ წელს, უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 7,9 მლრდ ლარი დახარჯეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე მეტს ევროკავშირიდან, ისარელიდან და გერმანიიდან შემოსული ვიზიტორები ხარჯავენ.

 



გასული წლის მონაცემების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით საქართველოში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა. თითოეულმა ვიზიტორმა კი ჯამში 972 დოლარი დახარჯა.

მაღალმხარჯველი ვიზიტორებიდან მეორე ადგილზეა ისარელი. 2017 წელთან შედარებით გასულ წელს საქართველოში ისარელიდან 36%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. თითოეულმა ვიზიტორმა კი ჯამში 950 დოლარი დახარჯა.

2018 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენოაბ გერმანიიდან. თითოეული ვიზიტორი მიერ საშუალო ხარჯვამ 807 დოლარი შეადგინა.