“თიბისი კაპიტალის” კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, რომ “თიბისი კაპიტალი” მომავალ კვირას ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვას გამოაქვეყნებს.
მისივე თქმით, ბოლო თვეების დინამიკას რომ შევხედოთ, პანდემიის დასაწყისში, განვითარებადი ბაზრების ფინანსური ინსტრუმენტებიდან ფულის დიდი გადინება აღინიშნა, ხოლო შემდგომ ამ გადინებას მოჰყვებოდა მომდევნო 5 თვე, როდესაც სტაბილიზაცია ხდებოდა.
“შემდეგი კვირიდან ობლიგაციების ბაზრის აქტიურ დაფარვას ვიწყებთ. ეს იქნება, როგორც რეგიონის ობლიგაციების ბაზარი, ასევე განვითარებადი ბაზრების ჩვენთვის რელევანტური თითქმის ყველა სეგმენტი. ჩვენ ობლიგაციების ბაზრის დაფარვა დიდი ხანია გვაქვს, თუმცა ასეთი ხშირი დაიჯესტი, რომელიც ახალ ამბებს სინქრონულ რეჟიმში გადმოსცემს აქამდე არ გვქონია.
იმ განვითარებად ბაზრებზე, რომელსაც ჩვენ მიმოვიხილავთ, ობლიგაციების ინსტრუმენტებში ფულის შედინება და გადინება დოლარის კურსთან მჭიდრო კავშირშია, ანუ როდესაც დოლარი მყარდება როგორც წესი, ამ დროს ფინანსური ინსტრუმენტებიდან ფულის გადინება ხდება.
სექტემბერში ამ ნაწილში გარდატეხა შევიდა. გაზრდილი რისკიანობის ფონზე, ფულის გადინება საერთაშორისო განვითარებადი ბაზრებიდან მოხდა და ამის ფონზე დოლარი ყველა სხვა ვალუტებთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
რაც შეეხება ევრობონდებს, როდესაც პანდემია დაიწყო, ჩვენთან, ისევე როგორც მთელი რეგიონის ევრობონდებში შემოსავლიანობაში დიდი ნახტომი იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობდა და ჩვენი ევრობონდები თითქმის იმ მდგომარეობაზე მივიდა, რომელზეც პანდემიამდე ვიყავით.
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გავლენა როგორ აისახა ჩვენს ევრობონდზე? როგორც კი კონფლიქტი დაიწყო გარკვეული ნახტომი ყველა ევრობონდის შემოსავლიანობაში იყო, მას შემდეგ ჩვენი ევრობონდი დაახლოებით იმ ადგილს დაუბრუნდა, სადაც კონფლიქტის დაწყებამდე ვიყავით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ გადმოსახედიდან, ამ კონფლიქტის გამო, საერთაშორისო ბაზრები ჩვენს ქვეყანას დიდი რისკის ქვეშ მდგომად არ აფასებენ.” - განაცხადა კორძაიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?