მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი: მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდება

5f3cdb814bbe2
BM.GE
19.08.20 12:00
725
"თიბისი კაპიტალმა" მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია მიმოხილული. დოკუმენტში ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა, ვაქცინის მხრივ მიღწეული პროგრესი პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის ვაქცინას დაამტკიცებენ და მომდევნო წლის დასაწყისიდან ის ეტაპობრივად ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 5.8% შეადგინა. ცალკეული თვეების მიხედვით კი ეკონომიკური ვარდნა ყველაზე მკვეთრი აპრილში იყო და 16.6%-ს შეადგენდა. 

წლევანდელი და მომდევნო წლის ტურიზმის პროგნოზები გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია მოლოდინები ექსპორტის, გზავნილებისა და იმპორტის მიმართულებით. მთლიანობაში, მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი კიდევ უნდა შემცირდეს, რაშიც უფრო მეტ როლს საგარეო დაფინანსებით გაზრდილი ფისკალური სტიმული შეასრულებს. ფისკალური სტიმული მომდევნო წელსაც მნიშვნელოვანი იქნება, იქამდე სანამ მე-2 კვარტლის ბოლოს და მე-3 კვარტლის დასაწყისში ტურიზმის შემოდინებები მატერიალურად არ აღდგება.

ამასთან, "თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, საბაზო სცენარით, რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი შემცირება მოსალოდნელია, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ასევე, მცირდება წლიური ინფლაცია, რასაც ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტი და ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნება განაპირობებს.

იხილეთ უფრო ვრცლად ბმულზე - tbccapital.ge