თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის თვეში ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში ზრდის ტემპმა იკლო, თუმცა ეს ძირითადად მაღალ საბაზო ეფექტს უკავშირდება, რაზეც სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, თვე-თვეზე დადებითი დინამიკა მეტყველებს. ამავე მიდგომით, იმპორტის მატების დინამიკა კიდევ უფრო ძლიერი იყო.
თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2022 წლისთვის ეკონომიკის 5.5%-ზე მეტად ზრდის საბაზო სცენარი ისევ ძალაშია.
გასული კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დარჩენა შესაბამისობაში იყო თიბისი კაპიტალის პროგნოზთან.
„მართალია ინფლაცია მწვავე პრობლემაა, თუმცა ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებაა. ამ მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ქმედითი ინსტრუმენტი მხოლოდ ლარის შემდგომი გამყარებაა, თუმცა აშშ დოლარის გაძლიერებისა და რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა.
თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო მომავალში უცხოური ვალუტის სესხების დამატებით შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, აღნიშნულმა შესაძლოა ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. სამომხმარებლო სესხების კუთხით კი, იმ შემთხვევაში თუკი, თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ სეგმენტის ზრდა ეკონომიკის ნომინალური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს (რაც დღესდღეობით არ ფიქსირდება), დიდია იმის ალბათობა, რომ მარეგულირებელი ჩარჩო დამატებით გამკაცრდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 16 მაისის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ