02.დეკემბერი .2019 23:49

„თიბისი კაპიტალი“: საქართველოში ორგანიზებული ბაზრის წილი გაიზრდება და 2024 წლისთვის 41%-ს მიაღწევს

views 294
უკან

საქართველოში „სწრაფად ბრუნვადი პროდუქციის სექტორი“ (FMCG) 2019 წელს 9,4 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ საუბარია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული ორგანიზებული FMCG-ი იზრდება. „მაშინ როდესაც არაორგანიზებული FMCG-ის მოთამაშეების 20%-ზე მეტმა დახურა თავისი ბიზნესი ბოლო ოთხ წელში, ორგანიზებული ბაზრის წილი 2019 წელს 28%-ს მიაღწევს, 2016 წელს კი 16% იყო“, - წერია მიმოხილვაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზებული ბაზრის წილი 2024 წლისთვის FMCG-ის 41%-ს მიაღწევს.

"ეს ციფრები გარდაიქმნება 5,5 მილიარდის ოდენობის შემოსავლებში და დამატებით 600 მაღაზიაში 2024 წლისთვის“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, მიმოხილვაში წერია, რომ ორგანიზებული ბაზრები ფართოვდება რეგიონებშიც, დიდი რითეილერების თბილისში კონცენტრაცია 2017 წელთან შედარებით 2019 წელს 77%-დან 60%-მდე შემცირდა. ამასთან, რეგიონული ბაზრის მხოლოდ 12%-ია ათვისებული. ასევე რეგიონებს შორის ყველაზე ნაკლებად იმერეთი და კახეთია ათვისებული ბაზრის მოცულობის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ყიდვის ტენდენციებს, იგი „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით იცვლება.

მომხმარებლები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს უნაღდო ანგარიშწორებისას, მილენიალებზე მთლიანი FMCG-ს ელექტრონული გადახდების 55% მოდის. საქართველოში იზრდება ე.წ სმარტფონების და მობილური აპლიკაციების გამოყენება, რაც სექტორში ელ.კომერციის განვითარების წინაპირობაა. გარდა ამისა, მიმოხილვის მიხედვით, ორგანიზებულ მოთამაშეებში კონკურენცია იზრდება.

შერჩეული მოთამაშეების ბაზრის წილი % (გაყიდვები) 2017 წლიდან 2019 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით შემდეგნაირად ნაწილდება: მაგალითად „კარფურის“ წილი 25.5 %-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2019 წლის პირველ ნახევარში (თიბისი კაპიტალის პროგნოზი) 20,2%-მდე შემცირდა. მცირედით შემცირდა „ნიკორა ტრეიდის“ წილიც 19,4%-დან 19,2%-მდე.“ორი ნაბიჯის“ კი გაიზარდა 12,2%-დან 14,7%-მდე 2019 წლის პირველ ნახევარში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა