"თიბისი კაპიტალმა" ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე კახეთის სასტუმროებში სექტემბრის დატვირთულობა გაზრდილია.
გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა სექტემბერში გაზრდილია კახეთში (+2% პ.პ.), ხოლო თბილისის, ზღვისპირეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის - არ შეცვლილა.
რაც შეეხება უქმეების დატვირთულობას, ანგარიშის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით დიდ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირდა კახეთსა და სხვა რეგიონებში, ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებში გაიზარდა და 63%, 35% და 42% შეადგინა, შესაბამისად, არსებული ჯავშნების მიხედვით, სექტემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები ზღვისპირეთის სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც კახეთი და თბილისი მოჰყვება. სხვა რეგიონების სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს.
ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში შემცირებას განაგრძობს, ხოლო რესტორნებში დანახარჯები მცირედით გაუმჯობესდა. კერძოდ, მიმდინარე კვირაში სასტუმროებში უნაღდო ხარჯვა შემცირებულია წინა კვირასთან შედარებით და წ/წ -79% შეადგინა. რესტორნებში კი უნაღდო დანახარჯები წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაუმჯობესებულია და 23-29 სექტემბრის პერიოდში ცვლილებამ წ/წ -29% შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის