მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი კაპიტალი": შთამბეჭდავი ციფრების მიუხედავად, ტურიზმი დღეს საქართველოში არ არის დიდი

5d9b5b2bd30ee
ელენე გოგბერაშვილი
07.10.19 20:00
1117
„თიბისი კაპიტალი“ ამ წუთებში ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგებს წარადგენს. პრეზენტაციაზე თორნიკე კორძაიამ, რომელიც „თიბისი კაპიტალის“ მთავარი მკვლევარია, რამდენიმე მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის სექტორს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ტურიზმის მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის ბოლო წლების მანძილზე აღმავალია. ტურიზმთან დაკავშირებული სერვისების წილი ჩვენს ეკონომიკაში 7,6%-ს შეადგენს. ტურისტების შემოსავლის შეფარდება ჩვენი ქვეყნის მშპ-სთან 20%-ია, როდესაც 2011 წელს ის 10%-ზე დაბლა იყო.  


ასევე, ტურიზმის წილი ჩვენი ქვეყნის საერთო ექსპორტში 36%-ია, რაც ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია, ხოლო ტურიზმის წილი სერვისების ექსპორტში 72%-ია.


ამ მაჩვენებლებით ჩვენ ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გავუსწარით რეგიონის ქვეყნებს, გავუსწარით ბევრ ტურისტულ ქვეყანას, თუმცა ძალიან დავშორდით ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. მაგალითად, ჩვენ გვისწრებს ისეთი ტურისტული ქვეყანა, როგორიცაა ხორვატია“, - აცხადებს კორძაია.


ის ყურადღებას ამახვილებს ასევე ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯების სახეობებზე.


„2018 წლის მდგომარეობით, მთელი აკომოდაციის ბაზრის ხარჯვის 84% უცხოელ ვიზიტორებზე მოდიოდა საქარველოში.  საჭმელზე და სასმელზე სრული ხარჯვის 20% საერთაშორისო ვიზიტორებზე იყო, ამავე წელს გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე ხარჯვის 51% უცხოელებზე მოვიდა, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის ხრაჯვის 16% კვლავ ვიზიტორებმა შეადგინეს.

ამ შთამბეჭდავი ციფრების მიუხედავად, ტურიზმი დღეს საქართველოში არ არის დიდი“ - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ მკვლევარმა და ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომელიც მათ აძლევს საშუალებას გააკეთონ დასკვნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ტურისტების რაოდენობა მაღალი ტემპით გაიზრდება.