მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალმა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

5f9aced74bdfc
ელენე გოგბერაშვილი
29.10.20 18:35
1058

"თიბისი კაპიტალმა" მაკრო-ეკონომიკური სექტორული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია მიმოხილული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად არა-ტურისტული ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესებისა და დაგეგმილზე სავარაუდოდ უფრო მეტი ფისკალური სტიმულისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება და რეგიონული კონფლიქტი ზრდის პროგნოზზე ნეგატიურად მოქმედებს და შემცირების მიმართულებით გადახედვის ალბათობაც მეტია.

კონკრეტულად, 2020 წლის განახლებული პროგნოზის მიხედვით, ექსპორტი 11%-ით, ტურიზმი 84%-ით, პირდაპირი უცხოური ინვეატიციები კი 35%-ით შემცირდება. ფულადი გზავნილები კი "თიბისი კაპიტალის" გათვლებით, წელს 5%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება 2021 წლის პროგნოზს, თიბისი კაპიტალი მთავარი მაკრო-ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ელის.






გამოქვეყნებულ მიმოხილვაში გადახედილია მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკურ ზრდას 5%-დან 4-4,5%-მდე ამცირებს. მიზეზად ტურიზმის აღდგენის ტემპი და პანდემია სახელდება.



რაც შეეხება 2020 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს, თიბისი კაპიტალი მიმოხილვაში წერს, რომ წელს ქვეყნის მშპ 
5-5,5%-ით გაიზრდება.