მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ლიზინგის" და "ტოიოტა ცენტრ თეგეტას" ერთობლივი აქცია

5e57761f2452d
BM.GE
27.02.20 12:10
1206
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" "თიბისი ლიზინგთა"ნ კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება.

აქციის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ლიზინგით სპეციალურ ფასად C-HR-ის შეძენა თანამონაწილეობის გარეშე. დამატებით, ტოიოტას ცენტრში ამ მოდელის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს სამი საჩუქრიდან ერთ-ერთი:

• ულიმიტო საწვავი 6 თვის განმავლობაში GULF-სგან;
• 1500 ლარიანი ვაუჩერი საიუველირო მაღაზიისგან „ზარაფხანა“;
• 1500 ლარიანი ვაუჩერი საათებისა და საიუველირო მაღაზიისგან „ართთაიმი“.

საქართველოში C-HR-ის მოდელისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება; აქციის მიზანია, აღნიშნული მოდელის პოტენციური მომხმარებლების წახალისება. თიბისი ლიზინგი ახალი მანქანების ლიზინგით შეძენაში საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიაა.