თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.
თიბისის ტრანზაქციების 95% ციფრული არხების გამოყენებით ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი, მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით მოემსახუროს.
დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება:
· თანხის გადარიცხვა პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრით;
· კომუნალური გადასახადების გადახდა ან დაჯგუფება და ერთიანად გადახდა სახლიდან გაუსვლელად;
· საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე ანგარიშსწორება;
· ციფრული ბარათის მომენტალური აქტივაცია და გამოყენება;
· უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;
· ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, ბარათის პინ-კოდის აღდგენა;
· ბანკომატიდან თანხის განაღდება ბარათის და ბანკომატთან შეხების გარეშე, QR კოდის დასკანირებით;
· საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;
· სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.
"მომხმარებლების და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, არსებული გამოწვევის ფონზე, მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად ბანკმა არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა.
სერვისების გაციფრულების მიმართულებით გუნდი აქტიურად მუშაობს და მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს"-ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?