მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი მომხმარებელს კომუნალურების დისტანციური არხებით გადახდას ურჩევს

5f97cb17381fc
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.20 12:35
821
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით გადარიცხონ.

როგორც BM.GE-ის ბანკიდან აცნობეს, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალის გააქტიურება და კომუნალური გადასახადების ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში გადახდა. ამ გზით მომხმარებელი საკომისიო გადასახადს არ გადაიხდის და დაზოგავს დროს.

მათივე ინფორმაციით, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკს უკვე დაემატა კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც, რაც არსებული ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

„თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს“, - განმარტავენ თიბისიში.