19.მარტი .2020 22:30

თიბისი რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას დროებით აჩერებს

views 252
უკან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, თიბისი ურჩევს მომხმარებლებს მაქსიმალურად გამოიყენონ დისტანციური არხები, რომლითაც თითქმის ყველა საბანკო სერვისის მიღება შეუძლიათ.

20 მარტიდან, თიბისი დროებით აჩერებს მხოლოდ რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას. დაიხურება ის სერვისცენტრები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში - სავაჭრო ცენტრებში და სასამართლოში მდებარეობს, ასევე, იუსტიციის სახლში.

ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თიბისის ფილიალები მთელი საქართველოს მასშტაბით.

თიბისი მოუწოდებს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური არხებით.

ინფორმაცია სერვისცენტრების და ფილიალების მუშაობის გრაფიკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://bit.ly/33sPlo1

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა