თიბისი უზბეკეთის აღმასრულებელ დირექტორად სანდრო რთველაძე დაინიშნა. ამის შესახებ თიბისის მიერ გავრცელებული რელიზიდან ირკვევა.
„მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი თიბისი უზბეკეთის გამოცდილ გუნდს“, - აცხადებს თიბისი უზბეკეთის სანდრო რთველაძე.
ის „თიბისი ბანკზე“ უზბეკეთის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო ლიცენზიის ოპერატიულად გაცემისთვის უზბეკეთის ცენტრალურ ბანკს მადლობას უხდის.
„მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი თიბისი უზბეკეთის გამოცდილ გუნდს და მსურს, მადლობა გადავუხადო უზბეკეთის ცენტრალურ ბანკს ჩვენი გეგმების უმოკლეს ვადებში განხორციელებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მცირე ფიზიკური ინფრასტრუქტურის საჭიროების მქონე ბიზნეს მოდელი და უზბეკეთში ჩვენი გრძელვადიანი მიზნები, სწორ საწყისს გვაძლევს ჩვენი მისწრაფებების მისაღწევად,“ - აცხადებს სანდრო რთველაძე.
ცნობისთვის: გუშინ, 20 აპრილს თიბისიმ უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო და 2020 წლის ივნისიდან უკვე დაიწყებს საბანკო საქმიანობას უზბეკეთში.
როგორც ბანკში განმარტავენ, თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრულ არხებზე და პარტნიორობაზე დაფუძნებულ დისტრიბუციებზე გაკეთდება.
პირველ ეტაპზე თიბისი უზბეკეთის მოსახლეობას შემდეგ მომსახურებებს შესთავაზებს:
• მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები გახსნა;
• სახელფასო და ავტოსესხები;
• ბარათები, მობილური აპლიკაცია და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, მათ შორის, P2P ოპერაციები, ფულადი გზავნილები და კომუნალური გადასახადები.
აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკის ჯგუფმა 12.6 მლნ დოლარის ინვესტიცია თიბისი უზბეკეთის კაპიტალში უკვე განახორციელა და 2020 წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 9.4 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებს.
2020 წლის ბიზნესგეგმის განსახორციელებლად დარჩენილ 20 მლნ დოლარს კი, სავარაუდოდ, თიბისის პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ადგილობრივი პარტნიორი უზბეკ-ომანის საინვესტიციო კომპანია (Uzbek-Oman Investment Company ) დააფინანსებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი