მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი წელს 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

6041fc5301fd6
ლიკა გურაბანიძე
05.03.21 14:32
829
თიბისის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განცხადებით, მათი პროგნოზია, რომ საქართველოში 2021 წელს ეკონომიკის 4%-იანი ზრდა იქნება.

“ეს ზრდა დაფიქსირდება იმ დაშვებით, თუ ტურიზმი აღდგება და 2019 წლის მაჩვენებლის 25%-ს მაინც მიაღწევს",- განაცხადა ნადარაიამ "საქმიან დილასთან" ინტერვიუში.

ეკონომისტმა ისაუბრა 2021 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც, როდესაც მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა.

“მთელი რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, მათ შორის ლოქდაუნები. ამან გამოიწვია ის, რომ მკვეთრი ვარდნა მივიღეთ. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 11.5%-ს აღარ , მაგრამ უარყოფით მაჩვენებელს მაინც ველოდებით, რის შემდეგაც ეკონომიკის საკმაოდ მაღალი დადებითი ზრდა დაიწყება. ვითარება დეკემბერში გამოსწორდება” - განმარტა ნადარაიამ.