თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 306 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში იპოთეკურ სესხებზე მზარდი მოთხოვნისა და აღნიშნული მიმართულებით, მსესხებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. აღნიშნული თანხა ADB-მ, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსების შედეგად მოიზიდა.
"მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ADB-სთან წარმატებულ პარტნიორობას. აღნიშნული ტრანზაქცია აძლიერებს თიბისი ბანკის ვალდებულებას - მხარი დავუჭიროთ იპოთეკურ მსესხებლებს ფინანსური სახსრებით ეროვნულ ვალუტაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია საცალო სეგმენტში. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებით, ADB ხელს უწყობს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შემცირებას. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება მხარს უჭერს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
„ADB მოხარულია თიბისისთან თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გრძელვადიანი იპოთეკური სესხების დაფინანსებასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უზრუნველვყოფთ. სახლი ოჯახის მიერ შეძენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ამასთანავე, განვითარებული დეველოპერული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია“, - აცხადებს აშოკ ლავასა, აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე