მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისიმ" ბიზნესებისთვის ახალი ბარათი VISA Platinum შექმნა

5de7a47b2388f
თელარა გელანტია
04.12.19 16:17
1254
"თიბისი ბანკმა" ბიზნესებს ახალი ბარათი წარუდგინა. VISA Business Platinum არის ახალი ბარათი, რომელიც კლიენტს გაუმარტივებს გადახდის პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აღრიცხვიანობას საქმიანი მივლინებებისა თუ ბიზნეს გარიგებების დროს. ბარათის მფლობელი VISA Platinum კლუბის ყველა პრივილეგიას მიიღებს. ბარათი განკუთვნილია რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის და ის გაიცემა მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლებზე.

Visa Business Platinum-ბარათის მფლობელები ისარგებლებენ შემდეგი პრივილეგიებით:

• Cash-Back-ით/ფასდაკლებით ბიზნეს პლატინის ადგილობრივ პარტნიორ ობიექტებში;
• VISA-ს საიტზე არსებული ფასდაკლებებით, რომელიც განკუთვნილია პლატინა ტიპის ბარათის მფლობელებისთვის;
• აეროპორტების ლაუნჯებით სარგებლობა - წელიწადში 2 ვიზიტი უფასოდ;
• სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც გადაეცემათ საჩუქრად ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებს;
• განსაკუთრებული მომსახურება - Visa Business Platinum ბარათის ნებისმიერ მფლობელს, რომელიც არ სარგებლობს ბიზნეს ბანკირის მომსახურებით, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს.
• ოვერდრაფტის დაშვება - VISA Business Platinum ბარათებზე შესაძლებელია დაიშვას ოვერდრაფტი. ოვერდრაფტის ლიმიტს და ვადას კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე განსაზღვრავს SME დაკრედიტების განყოფილება.

VISA Business Platinum-ის აღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თიბისი ბანკის ფილიალებში ან ვებგვერდის და ინტერნეტ ბანკის საშუალებით.