12.ნოემბერი .2020 20:21

თიბისიმ და ბილაინმა უზბეკეთში ციფრული მომსახურების განვითარების მემორანდუმი გააფორმეს

თიბისიმ და ბილაინმა უზბეკეთში ციფრული მომსახურების განვითარების მემორანდუმი გააფორმეს
views 772
უკან

უზბეკური ონლაინ გამოცემა Repost.uz-ის ინფორმაციით, TBC Bank-მა და Beeline-უზბეკეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება რიგი ახალი ერთობლივი პროექტების მიმართულებით, მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობასა და დაინტერესებას მოიცავს, რომელიც ახალი საბანკო ანგარიშების, ელექტრონული საფულეების გახსნას, მომხმარებლისთვის ისეთი საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს, რომელსაც Beeline Uzbekistan-ი Beepul, USSD და სხვა არხების საშუალებით და ასევე კომპანიის ვებგვერდის საშუალებით სთავაზობს. გარდა ამისა, მიღწეულია სკორინგის მოდელის ერთობლივი ტესტირებისა და ამოქმედების შეთანხმებაც.

„უზბეკეთში ტრადიციული საბანკო სისტემის ტრანსფორმაციისთვის, არასტანდარტულად უნდა ვიმოქმედოთ. სიხარულით გაუწყებთ, რომ Beeline-ის სახით, ძლიერი მოკავშირის მოძიება შევძელით. მოხარულები ვართ, რომ წარმატებული და ტექნოლოგიური ტელეკომ-ოპერატორი იზიარებს ჩვენს შეხედულებებს და მზადაა ჩვენთან თანამშრომლობისთვის, იმისთვის რომ უზბეკეთში მარტივი, გასაგები და გამჭვირვალე პროდუქტები შევქმნათ.

Beeline-ის ციფრული არხების საშუალებით, ჩვენი ფინანსური შეთავაზებები ფართო აუდიტორიისთვის გახდება ხელმისაწვდომი, მათი გამოყენება იქნება სწრაფი, მომხმარებელი კი ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობით ახალ პოზიტიურ გამოცდილებას მიიღებს“, - განუცხადა გამოცემას უზბეკეთის TBC Bank-ის კომერციულმა დირექტორმა ევგენი ვიშნევსკიმ.

გამოცემა ასევე წერს, რომ სპეციალისტების ინფორმაციით, ერთობლივი პროექტების განხორციელება რამდენიმე ეტაპად იგეგმება. დღეისთვის დაწყებულია ახალი მომსახურებისა და სერვისების პრაქტიკასთან ახალი ციფრული მიდგომის ინტეგრაციის პირველი ეტაპი. ორივე მხარე გეგმავს რომ ინიციატივები 2020 წელს ჩაეშვას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა