„თიბისიმ“ და „კომერცბანკმა“, ვაჭრობის დაფინანსების ქსელის - Marco Polo-ს საშუალებით, პირველად რეგიონში, ორი სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელეს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ „თეგეტა ჯგუფსა“ და ევროპაში საავტომობილო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელს MAN Truck and Bus-ს შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, გერმანიიდან საქართველოში სატვირთო ტექნიკის ჩამოტანასთან დაკავშირებული სავაჭრო ოპერაცია განხორციელდა.
„თიბისი“ პირველი ბანკია რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროექტებშია ჩართული.
Marco Polo პლატფორმის წევრებს, ვაჭრობასთან და საბრუნავ კაპიტალთან დაკავშირებულ თანამედროვე გადაწყვეტებს სთავაზობს. სისტემა, რომელიც სრულად ეფუძნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, ხელს უწყობს ვაჭრობის მონაწილეებს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებას, ინფორმაციის თავისუფლად მიმოცვლასა და ეფექტიან, მოქნილ თანამშრომლობას.
„ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, პარტნიორებს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმატებით განახორციელონ საერთაშორისო ოპერაციები. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების გუნდი, თითოეულ მომხმარებელს და მის ტრანზაქციას ინდივიდუალურად ვუდგებით და ყველაზე მომგებიანი და ნაკლებ რისკიანი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ვეხმარებით. Marco Polo-ს პლატფორმა, საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტა შევთავაზოთ, გავუმარტივოთ ცხოვრება და ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცესები კიდევ უფრო მოქნილი, მარტივი და ეფექტური გავხადოთ“, - აცხადებს "თიბისის" ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი თამარ ხიზანიშვილი.
“Marco Polo პლატფორმის მიზანი სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობა და პროცესში ჩართული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, მათი კორპორაციული კლიენტებისთვის და ზოგადად, ვაჭრობის ეკოსისტემისთვის - ღირებულების შექმნაა. მოხარულები ვართ, რომ თიბისიმ წარმატებით განახორციელა პლატფორმის სატესტო პროექტი და შედეგად, ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის გაზრდას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში“, - ამბობს TradeIX-ის გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მმართველი დირექტორი აუტარი მეგლე.
“კლიენტების საჭიროებების შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია მომარაგების ქსელის მართვის ინოვაციური მეთოდების განვითარება, ასევე პროცესების ავტომატიზაცია და გაციფრულება. Marco Polo-ს ქსელთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბლოკჩეინის უდიდეს პოტენციალზე გვაქვს წვდომა. ვინაიდან, ვაჭრობის დაფინანსება „თიბისი ბანკისა“ და „კომერცბანკის“ პრიორიტეტული მიმართულებაა, აღნიშნული საპილოტე ოპერაცია ბუნებრივი თანხვედრა იყო“, - აღნიშნა კომერცბანკის CIS რეგიონალურმა უფროსმა ჰანს კრონმა.
„თეგეტა ჯგუფი საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია რეგიონში. საერთაშორისო ოპერაციები ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თიბისი ამ მიმართულებით უკვე წლებია თეგეტას საიმედო პარტნიორია. გვიხარია, რომ ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების შანსიც პირველებს ჩვენ მოგვეცა, ვინაიდან საერთაშორისო ოპერაციების განსახორციელებლად მარტივი და ეფექტური გზების გამოყენება კომპანიის ბიზნესპროცესებს კიდევ უფრო მოქნილსა და თანამედროვეს ხდის“, - ამბობს „თეგეტა ჯგუფის“ ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ ლაბარტყავა.
„ვაჭრობის დაფინანსების პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, დაინტერესებული ვართ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ჩვენ მივყვებით ციფრული განვითარების ტენდენციას. აღნიშნული საპილოტე პროექტის მსგავსი ინიციატივები, ჩვენთვის შესაძლებლობაა რომ ბიზნესპორცესები გავამარტივოთ“, - MAN Truck and Bus.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ