თიბისიმ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმება კომპანიებს შორის 3 წლიან თანამშრომლობასა და მთის კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს. ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, რაშიც მონაწილეობდნენ სხვა ბანკებიც, თიბისი ბანკი შეირჩა. კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის მიზანია საქართველოს მთის კურორტების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გაძლიერება და მათი მომსახურების განვითარება.
მთის კურორტების განვითარების კომპანია თიბისისთან 2015 წლიდან თანამშრომლობს. ახალი შეთანხმების ფარგლებში პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა შემდეგი მიმართულებები:
• მთის კურორტების ციფრული პლატფორმების გაძლიერება
• საერთო მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება
• საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის გაზრდა
• ონლაინ გაყიდვების გაზრდა და ფინანსური ოპერაციების გამარტივება
„ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან უმნიშვნელოვანესია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისა და პოზიციონირების კუთხით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. თიბისისთან გრძელვადიანი თანამშრომლობით გაუმჯობესდება არსებული სერვისები და დაინერგება ახალი ტექნოლოგიები. ინოვაციების დანერგვა კი მთის კურორტებზე ვიზიტორებს მეტ კომფორტს შეუქმნის, რაც ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანია“, - თეიმურაზ გამცემლიძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი.
„თიბისი უკვე მეხუთე წელია მთის კურორტების პარტნიორია და მიხარია, რომ თანამშრობლობას კვლავ ვაგრძელებთ. ჩვენთვის ეს შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მთის კურორტების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ასეთი თანამშრომლობა, ვფიქრობ, ორივე მხარეზე პოზიტიურად აისახება და საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგს მივიღებთ“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის: მთის კურორტების განვითარების კომპანია 2013 წელს დაარსდა. 2014 წლამდე კომპანია მართავდა მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს. 2014 წლიდან კი ეტაპობრივად კომპანიას მმართველობაში გადაეცა ბაკურიანის (დიდველი, კოხტა, მიტარბი) გოდერძისა და სვანეთის (თეთნულდი, ჰაწვალი) სამთო-სათხილამურო კურორტები.
დაარსებიდან მთის კურორტების განვითარების კომპანიას ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს განხორციელებული. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ კი ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. 2019 წლის ჩათვლით ზამთრის სეზონზე ოთხივე სამთხო სათხილამურ კურორტზე 578 %-ით გაზარდა ვიზიტორების ოდენობა, ხოლო ზაფხულში - 654 %-ით. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან ერთად 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ბაკურიანში, ახალი დიდველის ტერიტორიაზე შენდება სამი ახალი საბაგირო. ეს და სხვა ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტს ახალ სიცოცხლეს შემატებს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულებისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი