მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

60c9a01ae6258
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 11:16
485
თიბისიმ მედიას და დაინტერესებულ მხარეებს 2020 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის სივრცეში რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე კომპანიის წვლილს და გავლენას ასახავს. დოკუმენტი ისეთ თემებს, საკითხებს და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც თიბისის 2020 წელს პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ჰქონდა, მათ შორისაა:

ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, მომხმარებლის და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა გაძლიერების საკითხები, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, გარემოსდაცვითი საკითხები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ფინანსური განათლება და სხვა. დოკუმენტში წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ 2020 წელს, არსებული გამოწვევის ფონზე მიაღწია, ასევე ამ მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმები.

„2020 გამოწვევით როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის სავსე წელი იყო. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა არ შეგვიწყვეტია - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. მეამაყება, რომ დღეს მდგრადი განვითარების რეპორტს წარვადგენთ. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ, არამედ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ. გარემოზე პოზიტიური გავლენა და დაბალი ემისიის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ღონისძიებას მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ასევე პარტნიორი კომპანიებს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშის სრული ვერსია თიბისის ვებგვერდზეა - www.tbcbankgroup.com ხელმისაწვდომი.
(NS)