18.სექტემბერი .2021 20:46

“თიბისიმ” უზბეკეთში "შოურუმის” ფორმატის ფილიალები გახსნა - ნიკა ქურდიანი

“თიბისიმ” უზბეკეთში "შოურუმის” ფორმატის ფილიალები გახსნა - ნიკა ქურდიანი
views 919
უკან

“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა გადაცემა “BMG Drive”-ის ეთერში უზბეკეთში “თიბისი ბანკის” საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად უზბეკეთში “თიბისის” ციფრული ბანკის სერვისს 550,000 მომხმარებელი, ხოლო PayMe-ის კი 4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მისი განმარტებით, ქვეყნის რეგიონებში წელს ფილიალების გახნსა არ იგეგმებოდა, თუმცა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების გათვალისწინებით, ბანკმა რეგიონებში გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და “შოურუმის” ფორმატის ფილიალები გახსნა.

წელს არ ვაპირებდით რეგიონებში შესვლას. უზბეკეთის მოსახლეობა 35 მილიონს აღემატება, არაერთი დიდი ქალაქი აქვთ და არამხოლოდ ტაშკენტში ცხოვრობს მოსახლეობა. განვიხილეთ და ვთქვით, რომ ისე კარგად მიდის საქმე, მომავალ წელს თუ ვფიქრობდით ფილილიალების გახსნას რეგიონებში გადაწყვიტეთ, რომ წელს გავაკეთოთ ეს ყველაფერი. აქვე განმარტავ თუ რას ნიშნავს ფილიალები ჩვენთვის, რადგანაც ციფრულ ბანკს წესით ფილილიალები არ უნდა ჰქონდეს, ჩვენთან ფილილალში არც სალაროა, არც ბანკომატი, არც გადახდის ტერმინალი არაა, არაფერია გარდა ჩვენი თანამშრომლისა და გარდა რამოდენიმე აიპადისა, იმისთვის რათა მომხმარებლები მოვიდნენ და ჩვენ “შოურუმი” გავუკეთოთ ჩვენი ბანკის გამოცდილების, ანუ “შოურუმია”. ეს არის იმისთვის, რომ ადამიანი თუკი მოვა, დავეხმაროთ მას რეგისტრაციაში და ავუხსნათ თუკი აპლიკაციასთან დაკავშირებით რამე კითხვა აქვს,"- განაცხადა ნიკა ქურდიანმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა