თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიაში, რომელმაც 1 ნოემბერს აიღო სტარტი, 270 ათასზე მეტი უნიკალური მონაწილე ჩაერთო. დღემდე კამპანიაში 18 კითხვა დაისვა ბონუს კითხვებთან ერთად, ხოლო კითხვებზე გაცემული პასუხების 90.6 % სწორია.
თიბისის ციფრული ბანკის კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. მათ შეუძლიათ მიიღონ ყოველდღიური ფულადი პრიზები და ფინალური ეტაპის კითხვების მინიშნებები, ასევე კამპანიის ფინალურ ეტაპზე, რომელიც იანვარში გაიმართება, მოიგონ 50 000, 20 000 ან 10 000 ლარი.
წესები მარტივია, ციფრულ ბანკში შესვლისას, დაგხვდება საჩუქრის ღილაკი, რომელზეც თითის დაჭერის შედეგად, გამოჩნდება კითხვა, რომელსაც სწორად და სწრაფად უნდა ვუპასუხოთ. სწორი პასუხის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს 50 ქულას, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში კი 10 ქულას. ბონუს კითხვებზე პასუხის გაცემით კი, ქულები ორმაგდება.
ყველაზე მარტივი კითხვა, რომელზეც მომხმარებელთა 99 % -მა სწორად უპასუხა, ქართულ ფილმს შეეხებოდა. კითხვა იყო შემდეგი: ჩამოთვლილთაგან რომელია ქართული ფილმის სათაური? 1) „ფორთოხლები“ 2) „ანანასები“ 3) „მანდარინები“ 4) „მარაკუიები“, სწორი პასუხი კი იყო „მანდარინები.“ ყველაზე რთული კი, ქართული ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის სახელის გამოცნობა აღმოჩნდა - რა ერქვა ოთარაანთ ქვრივის ქმარს? 1) თევდორე 2) გიორგი 3) ოთარი 4)არჩილი. სწორი პასუხი იყო - თევდორე, რომელიც მხოლოდ 45 % - ს ახსოვდა სწორად.
კამპანია 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი თიბისის ციფრული ბანკის მომხმარებლებისთვის, მთავარია მომხმარებელს გადმოწერილი ჰქონდეს თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია, აპლიკაცია იყოს განახლებული და მომხმარებელი და იყოს სრულწლოვანი.
თიბისის ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი. თიბისი აგრძელებს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის.
გაიგე უფრო მეტი: https://www.products.tbconline.ge/digital-bank-gifts
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა