01.ოქტომბერი .2019 17:04

თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება

views 3984
უკან

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ეროვნული ბანკის დღევანდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5 %-ით შემცირებას, ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაჩნდება უცხოური ვალუტის დამატაბითი რესურსი, რაც საბანკო სექტორს საშუალებას მისცემს ბიზნეს და იპოთეკურ სესხებზე უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზოს მომხმარებელს.

უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა, კი თავის მხრივ გაზრდის უცხოურ ვალუტის მიწოდებას, შეამცირებს ლარზე წნეხს და ხელს შეუწყობს ლარის გამყარებას. „ - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს. შესაბამისი განცხადება კობა გვენეტაძემ დღეს გააკეთა. გვენეტაძის თქმით, ეს ბანკებს $700 მილიონის რესურსს გამოუთავისუფლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა