აქ, ახლა თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქველმოქმედო პლატფორმაზე - „ჩართე“, ნებისმიერი თანხა გადარიცხონ.
როგორც თიბისიში განმარტავენ, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვს ამ გზით ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტითა და პერსონალური კომპიუტერით უზრუნველყოფას.
აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, განათლების ხელშეწყობა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება.
არსებული მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს (აქედან დაახლოებით 20 000 უფროსკლასელს) არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას.
მათივე ცნობით, საქველმოქმედო პლატფორმა - „ჩართე“ (charte.ge) ინდივიდებსა და კორპორაციებს საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს, ყოველთვიურად თუნდაც 1 ლარად, ინტერნეტი და ლეპტოპები დაუფინანსონ.
„თიბისის მისიაა ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებისთვის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვა კომპანიამ ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, კიდევ უფრო მარტივი გახადა.
„ჩართეს“ პლატფორმაზე თანხის გადასარიცხად, მომხმარებელმა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის კომუნალური გადახდების კატეგორიაში, ქველმოქმედების ქვეკატეგორიიდან უნდა აირჩიოს - „ჩართე“, შეიყვანოს საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი და გადარიცხოს სასურველი თანხა“, - აცხადებენ თიბისიში.
ცნობისთვის, ინტერნეტისა და ლეპტოპის სრულფასოვნად გამოყენებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ათვისების მიზნით, მოსწავლეები „ჩართეს“ ფარგლებში იღებენ:
· ლეპტოპს;
· ინტერნეტს სკოლაში სწავლის პერიოდში და სკოლის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში;
· წვდომას უფასო და ფასიან ქართულენოვან სასწავლო პლატფორმებსა და რესურსებზე: „ლინგვინგი“ (უცხო ენების სწავლა), „საბა“ (ელექტრონული ბიბლიოთეკა), „ლუპი“ (მათემატიკა), „ნებულა“ (გამოცდებისთვის მომზადება), „მურწყუ“ (გამოცდებისთვის მომზადება, „ხანის აკადემია“ (სასკოლო საგნები), code.org-ი (პროგრამირება) და ა.შ.
· ტრენინგებს მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებებით;
· გუნდის მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და მენტორობას.
აღნიშნული პროექტი, თიბისისა და „ჩართეს“ რიგით მეორე თანამშრომლობაა. პანდემიის პერიოდში, პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, „ჩართესთან“ პარტნიორობით და თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდათ. პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობდნენ და არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხებული იყო. პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე ბენეფიციარების ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარა.
Charte.ge-ს მეშვეობითა და 1900-ზე მეტი ადამიანის შემოწირულობის დახმარებით, ინტერნეტზე წვდომა უკვე 900-ზე მეტ მოსწავლეს აქვს. ბენეფიციართა უმრავლესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?