მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისის მისიაა, მომხმარებელს ცხოვრება გაუმარტივოს “ - ნიკა ქურდიანი

5f6da14e0c1c3
ვიქტორია მღებრიშვილი
25.09.20 13:00
1154
თიბისი ბანკი ბიზნესებს ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველოფის გარეშე 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობას სთავაზობს.

ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკა ქურდიანის განცხადებით, „თიბისის მისიაა, გაუმარტივოს მომხმარებელს ცხოვრება“. სწორედ ამიტომ ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის 50 000 ლარიანი ლიმიტი, თიბისი ბანკმა 250 000 ლარამდე გაზარდა.

„საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი, როგორც საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე განვითარებისთვის. თიბისის მისიაა, გაუმარტივოს მომხმარებელს ცხოვრება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისა და პროცესების გამარტივების კუთხით. ამ დრომდე, საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის ლიმიტი 50 000 ლარი იყო, ჩვენ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე ავწიეთ. დარწმუნებული ვართ, ახალი ფინანსური რესურსის გაჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს და ბიზნესებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება არსებული გამოწვევის ფონზე საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა.