მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ფუნქციონალი დაემატა

5ece527845ba0
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 16:00
2504
დღეიდან, თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება შესაძლებელია.

როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.

„სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აპლიკაციის მთავარ მენიუში გადარიცხვების კატეგორიაში გზავნილის მიღების ღილაკს უნდა დააჭიროს და მიჰყვეს ინსტრუქციას.

მომხმარებლები, რომლებიც თანხას თიბისის მობაილბანკით გაანაღდებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან ფულადი გზავნილების აქციაში და შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 5000 ლარამდე თანხა.

ფულადი გზავნილების კამპანიის ფარგლებში, ფულად პრიზს თიბისის 3000- მდე მომხმარებელი მიიღებს. ფულადი საჩუქრის მიღების შესაძლებლობა ყველა იმ მომხმარებელს აქვს, ვინც სწრაფ გზავნილს დისტანციურ არხების საშუალებით (ინტერნეტბანკის, მობაილბანკის, ვებგვერდის - tbcgzavnili,ge,-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით) ან ფილიალში ვიზიტით გაანაღდებს“, - განმარტავენ „თიბისი ბანკში“.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:

https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started